საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” - პრეზენტაცია გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. მისი განცხადებით, საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება.