ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მერვე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. მთავარი საკითხებია მდგრადი სატრანსპორტო სისტემა, საზღვაო ლოგისტიკა,სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
კონფერენციაში უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები, დოქტორანტები მონაწილეობენ, მათ შორის არიან მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან, ამიტომ კონფერენცია შერეული ფორმატით მიმდინარეობს და მონაწილეთა ნაწილი პროცესში დისტანციურადაა ჩართული.