ხუთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის დაშლის დროს, კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - მმართველი გუნდი გიორგი გახარიასკენ მიუთითებს, გახარიას გუნდი კი პასუხისმგებლობას იხსნის.