სახალხო დამცველის ანგარიში

19 ივნისი 2024, 12:12 287 ნახვა

რა მდგომარეობა იყო გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით? ანგარიშს ამ წუთებში დეპუტატებს სახალხო დამცველი აბარებს.
როგორი ტენდენციები გამოიკვეთა  საანაგარიშო პერიოდში და რომელი საკითხები  საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას.

სახალხო დამცველი ანგარიშში ადამიანის უფლებების დარღვევის არა ერთ   ფაქტს  შეეხო, როგორც  იოსელიანმა  განცხადა ომბუდსმენის აპარატში    ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით  4 ატას  849 განცხადება   , ცხელ ხაზზე კი 17 ათას  567 ზარი შევიდა .

სახალხო დამცველმა  მისივე განმარტებით   სახელმწიფო უწყებებს 2023 წელს 79 რეკომენდაციით  მიმართა . იოსელიანმა   აქვე შეაფასა   2022 წელს   გაცემული რეკომენდაციები  და  თქვა , რომ სახელმწიფო ორგანოების  მისამართით გაცემული რეკომენდაციებიდან  სრულად 11 პროცენტი შესრულდა , ნაწილობრივ 19    , 52 პროცენტი რეკოენდაციებისა კი   იოსელიანის განცხადებით არ შესრულდა. 

იოსელიანმა  ხაზი გაუსვა  საოკუპაციო   ხაზთან  მცხოვრები ადამიანების უფლებებს ,კონკრეტულად კი     აღნიშნა , რომ საკუპაციო  რეჟიმის მიერ  მოკლული საქართველოს 4 მოქალაქის  მკვლელი  ჯერ ისევ  დაუსჯელია  . ასევე უფლებების  დარღვევის  კონტექსტში  ანგარიშში საუბარია   საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების უკანონო  დკავებების შესახებ.

გამოწვევად რჩება  საკუთრებისა და სხვა  არა ერთი  უფლების დარღვევაც კონფლიქტის ზონაში  მცხოვრები  ადამიანებისთვის. ლევან იოსელიანმა აქცენტი  გააკეთა   გენდერული ნიშნით  ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და ძალადობაზე , დაასახელა აითაჯ შახმაროვას   მკვლელობის ფაქტი და   განაცხადა რომ სახელმწიფოს   ბევრი აქვს სამუშაო  ძალადობის პრევენციებთან დაკავშირებით ,რადგან კონკრეტული  ფაქტები   ამ მიმართულებით  არსებულ ხარვეზებს ცხადყოფს.

ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით  2023 წელს გენდერული ნიშნით  24 ქალის  მკვლელობისა და 27 -ის  მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.  სახალხო დამცველმა შოვის ტრაგედიის   საქმის  სრულყოფილი  და ეფექტური  გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ შესაძლოა  იკვეთებოდეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა ,ვინაიდან  შსს საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი