სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

16 ივნისი 2024, 17:33 479 ნახვა

სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც პიროვნული, ასევე, ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, ეს არის მავნებლური საქციელი, რითიც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.

„სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა, ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა, ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში