რუსეთმა უკრაინას ზიანის ასანაზღაურებლად 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს

15 ივნისი 2024, 11:25 299 ნახვა

რუსეთმა უკრაინას ზიანის ასანაზღაურებლად 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს - ამის შესახებ გადაწყვეტილება იტალიაში გამართულ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს.

აღნიშნეს, რომ ეს თანხა მსოფლიო ბანკის თებერვლის გაანგარიშებას ეფუძნება.

ქვეყნები შეთანხმდნენ რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ გადაიხდის მიყენებულ ზიანს.

„დიდი შვიდეულის“  ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის „უპასუხისმგებლო და მუქარის შემცველი ბირთვული რიტორიკა“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი