პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა

13 ივნისი 2024, 19:56 356 ნახვა

პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.  გამოძიებით დადგინდა, რომ  რომ 11 ივნისს, მარტვილში სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო ერთ-ერთი ბრალდებული პირს სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კიდევ ერთ-ერთს კი დანით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ამის შემდეგ ძმასთან ერთად ბალდაში, კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკრებილ, მასთან დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა, სადაც ასევე დანის გამოყენებით მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი