ყოფილი ნოტარიუსის საკონსტიტუციო სარჩელი

13 ივნისი 2024, 14:33 412 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი ნოტარიუსის სარჩელზე მსჯელობს. გასაჩივრებულია „ნოტარიატის შესახებ“ კანონი ის  ნორმები, რომლებიც ნოტარიუსის თანამდებობის ხელახლად დაკავების წესებს ადგენს. არსებული ნორმებით, პირთა ის კატეგორია  რომლებმაც  2008 წლის 1 აპრილიდან  2010 წლის 1  აპრილამდე  დატოვეს თანამდებობა სურთ დაუბრუნდნენ ამ საქმიანობას,  საჭიროა  მხოლოდ იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება.

ხოლო ის პირები,  რომლებიც ნოტარიუსის თანამდებობიდან 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ გადადგნენ, სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად   ორეტაპიანი გამოცდის  ჩაბარება და  კონკურში  მონაწილეობა უწევთ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული და კონკრეტულ კატეგორია  ყოფილ ნოტარიუსებს უკეთეს პირობებში აყენებს.  სარჩელს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში