ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, სპეციალურმა კომისიამ საბჭოს 3 წევრი 11 კანდიდატისგან უნდა შეარჩიოს.
გასაუბრების ეტაპზე მაუწყებელთან დაკავშირებული ხედვა კომისიას უკვე გააცნო 4-მა კონკურსანტმა, მათ ასევე წერილობით წარადგინეს მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.
კონკურსში მონაწილეთა შორის არიან აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლებიც ,ასევე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი ყოფილი წევრი.
რაც შეეხება პროცედურას, კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს , სამეურვეო საბჭოში აჭარის კვოტას, კომისიის მიერ შერჩეული 3 კანდიდატიდან აჭარის უმაღლესი საბჭო დასამტკიცებლად ერთს პარლამენტს წარუდგენს.
ახალი წევრების შერჩევა საჭირო გახდა მას შემ,დეგ გახდა, რაც სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.