დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით

10 ივნისი 2024, 13:55 406 ნახვა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

უწყების ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავად  მონაკვეთზე სამართალდამცავებმა  სამი პირი იმ  დროს დააკავეს, რა დროსაც ისინი  ჯგუფურად საქართველოს  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მუხლით დაიწყო.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი