თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს-ეფ-260-დე ტიპის თვითმფრინავი კაისერის ავიაბაზიდან აფრინდა, ბორტზე იმყოფებოდა ორი პილოტი საწვრთნელ სწავლებაზე და გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორივე პილოტი დაღუპული დახვდა. კაისერის მთავარმა პროკურატურამ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო.