ბათუმში ყინულის სასახლე  და საცურაო აუზი აშენდება

05 ივნისი 2024, 15:01 469 ნახვა

ბათუმში   ახალი დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.

ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის სასახლეს  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი დაემატა;

გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.  პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს  თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი