"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.