გამთენიისას რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე საჰაერო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ამ დროისთვის განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ვოლჩანსკში. უკრაინამ დრონით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელზეც რუსეთის ავიაიერიშების შედეგებია ასახული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქზე რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონის 70%-ს აკონტროლებენ.