ნალექის გამო გადადებული ბავშვთა დღის ღონისძიებები ბათუმში ხვალ გაიმართება 

02 ივნისი 2024, 20:04 2405 ნახვა

უხვი ნალექის გამო გადადებული ღონისძიებები ბათუმში ხვალ გაიმართება. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დილის თერთმეტი საათიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში დაიწყება.

ბათუმის კულტურის ცენტრში განმარტავენ, რომ პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებში გამოწყობილი ანიმატორები იზრუნებენ. 

ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მოეწყობა გამოფენა გაყიდვა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 30-მდე სტუდიის 1 500-მდე აღსაზრდელი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი