ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული რაღაც საზომებით, ყველა სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკასაც და ევროპასაც - ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2024, 16:15 326 ნახვა

ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული რაღაც საზომებით, ჩვენ ყველა სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ, ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა ამერიკასაც აქვს და ევროპასაც.

„ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას, აშშ-ს თუ არ ვცდები 800 მილიარდი აქვს, ევროპას 700 მილიარდი. ჩვენ ვხედავთ ევროპის წამყვანი ლიდერების ვიზიტებს ჩინეთში და პირიქით, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტებს საფრანგეთსა და ევროპის შუაგულში. ეს ნორმალურია. ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული, რაღაც საზომებით. ჩვენ ყველა სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ, ჩვენი ქვეყნისთვის. კონტრაქტი იქნება თუ თანამშრომლობა, ჩინეთთან, აშშ-სთან თუ ევროპასთან, თუ ეს ურთიერთობა მოიტანს ჩვენთვის სარგებელს, ყველაფერი არის მისასალმებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი