მსოფლიო უნდა იყოს ძლიერი, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, შეუძლებელია პუტინის შეჩერება სხვა გზით - ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2024, 12:27 330 ნახვა

უკრაინას აქვს დასტური მსოფლიოს 106 ქვეყნისგან, 15 ივნისს, შვეიცარიაში მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე, მაგრამ, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მის ჩატარებას, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსეთი იმუქრება საკვები პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან ქიმიკატების ბლოკადით, ენერგეტიკულ რესურსებზე ფასებით ან უბრალოდ ახორციელებს ზეწოლას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ დაიწყო რუსეთის დახმარება სამშვიდობო დიპლომატიური სამიტის ჩაშლის საქმეში.

„ამიტომ, როცა გეკითხებით, რა შეუძლია გააკეთოს მსოფლიომ, მსოფლიო უნდა იყოს ძლიერი, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, შეუძლებელია პუტინის შეჩერება სხვა გზით, მხოლოდ, დიპლომატიური იზოლაცია, ძლიერი უკრაინის არმია. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ სრულად უნდა გაიგოს: არა უკრაინასა და რუსეთს შორის ბალანსირება, არამედ სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი