ურთიერთბრალდებები ისმის საქართველოს პარლამენტშიც. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრები ირწმუნებიან, რომ მუქარის შემცველი ზარები განახლდა და მათ უცნობი პირები სიტყვიერი შეურაცმყოფის მიზნით ურეკავენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას. უმრავლსეობის წევრები კი საპირისპიროს ფიქრობენ, აცახდებენ, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” სტილია.