ჩინურმა კომპანიამ ანაკლიის პორტის განვითარების ძალიან კარგი  განაცხადი შემოიტანა - პრემიერი

30 მაისი 2024, 12:06 275 ნახვა

სპეკულაციას უწოდებს პრემიერ მინისტრი ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის სანქცირებულთა სიაშია.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტებზე. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც.

ცნობისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი