რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს - პრემიერი

30 მაისი 2024, 11:46 331 ნახვა

რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს - მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „ქართულ ქარტიაზე“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება.

„ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, სინამდვილეში უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობაა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს. მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის.

მანამდეც ვამბობდით, რომ ყველა ეს ადამიანი ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და ახალ ხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი