ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლების წარმატება

29 მაისი 2024, 11:36 902 ნახვა

ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლებმა გერმანიაში გამართულ „ვიკინგის თასზე“, წარმატებით იასპარეზეს. ჩემპიონატზე  სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნიკიტა ბარამიძე, ალექსანდრე ბალაძე და დიტო აბუსერიძე. ნიკიტა ბარამიძეს ტურნირის ყველაზე ტექნიკური მებრძოლის პრიზიც გადაეცა.

პარალელურად, აკადემიის სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოკრივეებმა მონაწილეობა მიიღეს  საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ფოთმა უმასპინძლა. ჩემპიონის ტიტული დიმიტრი ბერაიამ და მათე დუმბაძემ მოიპოვეს, გიორგი ჭეიშვილი კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ სომხეთში გამართული ტურნირი მოიგო აკადემიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ქრისტინე ბერაიამ, რომელიც ივნისში ნიკა ბერაიასთან ერთად ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე იასპარეზებს. უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე იბრძოლებენ დიმიტრი ბერაია და მათე დუმბაძე. რაც შეეხება ნიკიტა ბარამიძეს, ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი