უცხოური მედიის გამოხმაურება

28 მარტი 2017, 00:00 3746 ნახვა

საქართველო  ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეუერთდა-წერს ბრიტანული ტელეკომპანია.  ექს-საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეები  ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ევროკავშირმა  საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების  განხორციელებისთვის მიანიჭა - აღნიშნავს ბი-ბი-სი. ისტორიული მოვლენის შესახებ წერს "რადიო თავისუფლებაც".  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ყველა კუთხეში საზეიმოდ აღნიშნეს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმით კი პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისარგებლა -წერს გამოცემა. მიმოსვლა უვიზოა თუმცა არა უპირობო -წერს გერმანული "დოიჩე ველე". გამოცემა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დეტალებს  განიხილავს. ვიზალიბერალიზაციას ეხმაურება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბელარუსის და უკრაინის მედიასაშუალებებიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში