რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
შესაბამისი განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს. მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირების პროექტები შავ ზღვაში. რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მთავარია ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ერთგულება და რეფორმები“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.