ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა

25 მაისი 2024, 12:19 431 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენი ვანაზორში დაფრინდა.

მოულოდნელი დაშვების მიზეზად უამინდობა დასახელდა.

პრემიერის განცხადებით, მგზავრობას ავტომობილით გააგრძელებენ. მას შემდეგ რაც შვეულმფრენი ავარიულად დაეშვა, ფაშინიანი მოგვიანებით ტავუშის რეგიონშიც ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი