თუ გსურთ იყოთ ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა მოიქცე ისე, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.
ო ბრაიენის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ გზას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცისკენ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება.
ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც" - თქვა ჯეიმს ო ბრაიენმა.