სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება

24 მაისი 2024, 17:25 406 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფოტოტომონტაჟს თან ახლავს დამამცირებელი კომენტარები.

„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია, რადგან აძლიერებს მავნე სტერეოტიპებს და სტიგმას შშმ პირების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სიტყვებმა და მოქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს სხვებს და არ გააძლიეროს არსებული სტერეოტიპები.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის მნიშვნელობას, როგორც ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველს, სადაც ყველა პირს პატივისცემითა და ღირსეულად ეპყრობიან.

სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ასეთი ტიპის, სხვისი ღირსების შემლახველი ქმედებისგან“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი