ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგით გულშემატკივრად გავემგზავრები - ჯაბა კანკავა

24 მაისი 2024, 11:53 960 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრი გაემგზავრება.

38 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციან განაცხადში გამოძახებული იყო. ვილი სანიოლის კანკავას ნაცვლად ერთი ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს, თუმცა ჯერ უცნობია თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი. თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

 

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გულშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ. გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - დაწერა კანკავამ სოციალურ ქსელში.

ევრო 2024-ზე საქართველო F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში