"გააფერადე მომავალი" - ამ სახელწოდებით ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, აქცია პერფორმანსი გაიმართა.
პერფორმანსი ბათუმის ხელოვნების უნივესიტეტის სტუდენტებმა გამართეს. მათივე თქმით, აქციის მიზანი იყო მოკლე წარმოდგენით ეჩვენებინათ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.
ასევე განმარტავენ, რომ შავებში შემოსილი მსახიობი დღევანდელ საქართველოს მდგომარეობას წარმოადგენდა, რომლის მომავალიც თავად მოქალაქეებმა უნდა გააფერადონ. შესაბამისად, პერფორმანსის მონაწილეებს ჰქონდათ ფერადი საღებავები, რომლითაც შავებში შემოსილი მსახიობი გააფერადეს.
აქცია ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი არტ-ჯენზის ორგანიზებით გაიმართა. პერფორმანსი საქართველოს ჰიმნით დაიწყო, მონაწილეებმა ქართულ მოტივებზე ნახატები შექმნეს და დატოვეს წარწერები.