მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა

23 მაისი 2024, 10:12 424 ნახვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამამ შვილი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, საცხოვრებელ სახლში დააკავა.

გამოძიება 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი