საატესტატო გამოცდები სრულდება

24 მაისი 2016, 00:00 3961 ნახვა

საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები დღეს მათემატიკაში აბარებენ. დეტალური ინფორმაცია თუ რამდენმა მოსწავლემ გადალახა ბარიერი, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. ამ დროის მონაცემებით, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში 55-დან კომპეტენციის ზღვარი 5-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. წელს მეთორმეტეკლასელებმა მათემატიკის გარდა საკუთარი ცოდნა სამ საგანში: ქართულში, უცხო ენებსა და ისტორიაში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ჩატარდა. სულ აჭარაში გამოსაშვები გამოცდაზე 4 ათას 373 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში