27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაციამ დღეს რეგიონში მოღვაწე თეატრალები დააჯილდოვა. ჯილდოები გადაეცათ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის, ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის, ბათუმის მუსიკალური ცენტრის, თოჯინებისა და მოზარდ - მაყურებელთა თეატრის, ექპერიმენტალური და მოძრავი თეატრების მსახიობებსა და შემოქმედებით ჯგუფებს. თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია ღონისძიებას წელს მეშვიდედ ატარებს. დაჯილდოება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დარბაზში გაიმართა.