„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია, რა ეწერება ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

15 მაისი 2024, 15:05 639 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია - რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება. ვეტოში კი ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებენ.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ განხილვაში და კანონის რაიმე ფორმით განხილვაში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი