ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

15 მაისი 2024, 12:08 440 ნახვა

“სერიოზული რისკების წინაშე დადგება საქართველო თუ ხელისუფლება განაგრძობს სახიფათო კურსით სიარულს, მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ჩახშობის მექანიზმებს” – ასეთია საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი მინისტრების გზავნილი.

მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არის მკაფიო, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა, რაზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება.

თბილისში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებები გაკეთდა.

ახლა აუდიენცია მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ასევე დღესვე შეხვედრა გაიმართება ოპოზიციის ლიდერებთან. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი