''წარმატებული ქალები თურქეთის რესპუბლიკიდან'' - გამოფენა

13 მაისი 2024, 14:04 566 ნახვა

,,წარმატებული ქალები თურქეთის რესპუბლიკიდან" - ამ სახელწოდებით გამოფენა მიმდინარეობს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

გამოფენის ავტორი  ანკარაში მოქმედი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

ფატიჰ ქურთჯუმ 16 პოსტერი ჩამოიტანა, სადაც ის ქალებია გამოსახული, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თურქეთის  ისტორიაში. 16-ვე ქალი სხვადასხვა პროფესიისაა.

ნამუშევრები უნივერსიტეტში  28 მაისამდე დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში