ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა - ჯეიკ სალივანი

12 მაისი 2024, 10:19 508 ნახვა

ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა რა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი.

 

თბილისში, 11 მაისს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, საპროტესტო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი