კონგრესმენების წერილს შეფასებები მოჰყვა საქართველოში. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას ცდილობს და საერთაშორისო დასავლელ პარტნიორებს შორდება.
ისინი კონგრესმენების მსგავსად ითხოვენ, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცეს და ''ოცნებამ'' უკან გაიწიოს.
''ქართულ ოცნებაში'' კი უარგუმენტო კრიტიკას არ იღებენ და მიაჩნიათ, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.