ოჯახში  ძალადობა - კვლევის შედეგები

27 მარტი 2017, 00:00 3762 ნახვა

ხშირად ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ, - ამის შესახებ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე სასამართლო მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მონაცემები ეხება ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, გორისა და თელავის სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში მოცემულია კონკრეტული მაგალითები, სადაც საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის, მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე. საია იმედს იტოვებს, რომ გაკეთებულ დასკვნებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები გაიზიარებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი