ხარკოვის მახლობლად აგრესორებმა ახალი ფრონტი გახსნეს - ზელენსკი

11 მაისი 2024, 09:52 456 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დაიცავს ხარკოვის რეგიონს, სადაც რუსულმა ძალებმა სახმელეთო შეტევა დაიწყეს. აგრესორები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს მიუახლოვდნენ და  უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში  ახალი ფრონტი გახსნეს ომში, რომელიც დიდი ხანია უკვე ქვეყნის  აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარეობს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  რეგიონის სასაზღვრო რაიონებში შეტაკებების გამო დამატებითი ძალები გაიგზავნა.

უწყების მტკიცებით,  რუსეთმა სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკს  მართვადი ავიაბომბები დაუშინა და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში