გიორგი მუმლაძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეს უცნობი პირები გუშინ თავს დაესხნენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ არიან ის პირები, რომლებმაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიტიკური მხარეები ურთიერთბრალდებების რეჟიმზე არიან გადასულები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.