სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბანერები ვრცელდება წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“.
„მოდი, ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„კი – ქართულ კანონს!“, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.