თავდასხმა ლადო აფხაზავაზე - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

06 მაისი 2024, 14:19 463 ნახვა

ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ის ჰყვება, რომ თავდამსხმელებმა „ნაციონალი“ უწოდეს და ცდილობდნენ ბეისბოლის კეტი დაერტყათ.

აფხაზავამ თქვა, რომ ჯოხის წართმევა და უკან, მანქანაში ჩაგდება შეძლო. მასწავლებელი ამბობს რომ იცის, ვინ დაესხა თავს. ის უკვე გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში.

აფხაზავა მონაწილეობდა ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი