წმინდა ცეცხლი საქართველოშია

05 მაისი 2024, 00:55 286 ნახვა

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრივანი, რომლითაც წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.

წმინდა ცეცხლი, აეროპორტიდან, სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია აღავლინა.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში განაწილდება.

აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი, თბილისის დროით, წელს, 15:13 საათზე გადმოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში