ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, თავის პარტნიორებთან და მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობით“, – აცხადებს ო’ბრაიენი.