გამჭვირვალობის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას ამზადებს

03 მაისი 2024, 15:01 348 ნახვა

ვენეციის კომისიის მოსაზრება  მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ   კანონის პროექტთან დაკავშირებით  რამდენიმე კვირაში  გასაჯაროვდება.   კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაცია ონლაინ შეხვედრებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან და დასკვნა საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოქვეყნდება.

მოსაზრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მზადდება. 

ცნობილია, რომ ონლაინ შეხვედრები ვენეციის კომისიის დელეგაციამ მიმდინარე კვირაში უკვე გამართა  სახალხო დამცველთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების წევრებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი