სამაგისტროსა და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩარიცხულ ან სწავლის მსურველებისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
განაცხადების მიღება სამინისტროში 31 მაისამდე გაგრძელდება, 2024 წელს სამინისტრო 35 სტუდენტს დააფინანსებს.
გრანტის მოპოვებისთვის შეფასების კრიტერიუმები კომპლექსურია, მათ შორისაა მაღალი აკადემიური მოსწრება, რეკომენდაციები, სტუდენტის სამეცნიერო და შემეცნებითი მიმართულებით აქტივობები და სხვა.