“რუსთავი 2” - ის განცხადება

26 მარტი 2017, 00:00 2376 ნახვა

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ხვალიდან „რუსთავი 2“-ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ლევან ყარამანიშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელდა. ყარამანიშვილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების „რუსთავი 2“ის ეთერში გაშუქების გამო. “ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანაირი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსნებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომ არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს. გუშინ წილების გადაცემის პროცესი არხმა პირდაპირ ეთერში გააშუქა, რასაც ჟურნალისტების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი