თბილისში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, იუსტიციის სახლთან და მშრალ ხიდთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან რჩება.