ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი, საქართველო გზაჯვარედინზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მაისი 2024, 23:52 404 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, გმობს თბილისის ქუჩებში ძალადობას.

„დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ვითარებას და ვგმობ თბილისის ქუჩებში ძალადობას.

 

ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი მათი ქვეყნისთვის.

 

საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი