ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში - არქივი

26 მარტი 2017, 00:00 1871 ნახვა

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. დე-ფაქტო რესპუბლიკაში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება. თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანი მოქმედებს. ე.წ. სახალხო ყრილობის არჩევნების პირველი ტური 12 მარტს ჩატარდა. ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილის მოსაპოვებლად 35 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 137 კანდიდატი იბრძოდა. 23 ოლქში კანდიდატებიდან ვერცერთმა 50-ზე მეტი ხმა ვერ დააგროვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი