რადგან არგუმენტი არ აქვთ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიფიქრეს ახალი “იარლიყი” თითქოს ეს კანონი შემზღუდავია - ილია ვერძაძე

29 აპრილი 2024, 11:20 376 ნახვა

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე, პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას ეხმაურება. 

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ კანონპროექტის მიმართ არ აქვს შინაარსობრივი კითხვები და ტყუილების ტირაჟირებას ცდილობენ, თითქოს, კანონპროექტი შემზღუდავია. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„ნაცმოძრაობის“ ტყუილების ინდუსტრიამ, დღეს, საკომიტეტო განხილვაზე, ახალი პროდუქტი გამოუშვა. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, საკმაოდ ბევრი დოკუმენტი წარმოადგინა, მათ შორის, ეუთო ოდირის კვლევა და სხვადასხვა მუხლი ამოიკითხა, დასკვნა კი ასეთი იყო: სად არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შეიზღუდოს არასამთავრობოთა საქმიანობაო? მაშინ როცა კანონი არაა შემზღუდავი და უფრო მეტიც, ის, მხოლოდ აწესებს დეკლარირების ვალდებულებას. ეს შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საპოლემიკოდ წამოწეულ თემად, თუმცა ვფიქრობ, უფრო სხვა ჩანაფიქრია - რადგან არგუმენტი არ აქვთ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიფიქრეს ახალი “იარლიყი”- თითქოს ეს კანონი შემზღუდავია. ახლა ამაზე აკეთებენ აქცენტს“ - აღნიშნულია ილია ვერძაძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი